Friday, March 12, 2010

ყურადღება!!!

მე მინდა შემოგთავაზოთ დღევანდელი
თბილისი!!!

 
ყველაფერი ჩვენი ლამაზი ქალაქის შესახებ!

სამების საკათედრო ტაძარი

 

                                         ისტორია 
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი "წმინდა სამების საკათედრო ტაძრის" პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.

ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
                                                                                                  აღწერა
ტიპოლოგიურად წმიდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან - დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლევები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოდგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას. წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღედითაა შემკული
.                                                                                                      მასშტაბები, პარამეტრები
იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა (ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. ამას ემეტება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.
                                                                                                   
                                    ლიტერატურა 
ჩვენი სამება : თბილისის წმიდა სამების ეკლესია / იბეჭდება... კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით - თბ., 2002 - 20გვ.; 20სმ.
ქალაქ თბილისში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი გადაწყვეტის ღია კონკურსის მასალები / [შედგენილია საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით] - თბ., 1989 - 30გვ. ; 19სმ. - : უფ., 150ც.
                                                                                                                                          12.03.2010 

                                                

Thursday, March 11, 2010

ბომბორა


თქვენთვის უკვე ცნობილია რომ თბილისში დაახლოებით 1 წელია რაც გაიხსნა ”მთაწმინდის პარკი”ჩემი აზრით ეს როგორც ერთ-ერთი ასევე შემიძლია ვთქვათ რომ საუკეთესო პარკიცაა საქართველოში,მაგრამ ბევრი ფიქრობს რომ ბათუმში არსებული პარკი ”ციცინათელა” უკეთესია ვიდრე ”ბომბორა”.პარკს ძალიან კარგი ადგილმდებარეობა აქვს, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი იშლება! სამშენებლო სამუშაოებს ამერიკული მხარე აწარმოებდა,რომცლებმაც წარმატებით დაასრულეს პარკის მშენებლობა!!  დაასრულეს პარკის მშენებლობა!!           

პარკში მრავალი გასართობი ატრაქციონი დაიდგა!

“მოცეკვავე ხე” – ხე რომ ტრიალებს კარუსელი საკმაოდ სწრაფია და მაღლაც ადის;
წყლის ატრაქციონი – “მორების რაფტინგი” – ხელოვნური მორების მატარებელი ამერიკული მთების მსგავს კონსტრუქციაზე ადის და სიმაღლიდან წყალში ეშვება ორჯერ, პირველად ცოტა დაბლიდან, მეორედ ცოტა მაღლიდან, ამოდის და წყლით იწუწები.
ტრამვაი, რომელიც შიდა ტერიტორიაზე დადის (დაახლოებით 7 წუთი);
“დიდი მანქანები” – დასაჯახებელი მანაქანები დიდი მოედნით და მანქანებით;
“მოჩვენებათა ციხე-კოშკი” – საშიში სურპრიზებით, ურჩხულებით;


იხილეთ მცირეოდენი სურათთა ნაკრები!!
    
           

    

    
მე იმედი მაქვს რომ ყველაფერ ამ სილამაზეს რაც ამ პარკშია კიდევ უამრავი გასართობი ატრაქციონი დაემატება და უფრო საინტერესო გახდება ეს პარკი არა მარტო ქართველი ხალხისთვის არამედ თბილისის დასათვალიერებლად ჩამოსული ტურისტებისთვისაც!!!!                         11.03.2010